25 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები - ზეწოლა კანდიდატებზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, კანდიდატებზე ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე იმსჯელებენ დღეს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათ კომისიას, 3 დღის წინ მიმართეს, პარტიის წევრზე თავდასხმის გამო, თუმცა, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

„ჩვენ გვინდა, რომ უწყებათაშორის კომისიას მივაწოდოთ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ წევრთან დაკავშირებით, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს კანდიდატს ჯგუფურად. ეს იყო გამგებლის თანამშრომელი, თან ახლა ამ ადამიანს და 3 დღეს გავიდა, არანაირი რეაგირება არ მომხდარა და ჩვენ დღეს გვინდოდა, რომ გავიგოთ, ეს ბუტაფორიული სისტემა არის, კომისია არის, თუ რა არის. დღეს სამწუხაროდ, არ მიგვიღეს,“ - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური კი აცხადებს, რომ საია რამდენიმე საკითხზე დაობს, მათ შორის ერთ-ერთი არის 29 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ და მატჩის დროს შეგროვებული თანხა ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის მასივი აღდგენას მოხმარდება.

„ეს ღონისძიება წარმოადგენს, ერთგვარად, მხარდამჭერ ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისთვის,“ - განაცხადა ლელა ტალიაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიამ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის ფაქტი უნდა განიხილოს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები