25 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
ილიას უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული ლექტორები - მზადება სარჩელისთვის და სტუდენტების დაანონსებული აქცია

ილიას უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული ლექტორების ნაწილი სასამართლოში სარჩელს ამზადებს, სტუდენტები კი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

გათავისუფლებული ლექტორების უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან 1 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა სტუდენტებმა პროტესტის გაგრძელება და უახლოეს დღეებში უფრო მასშტაბური შეკრება დააანონსეს.

ილიაუნის რექტორი, გათავისუფლებულ ლექტორებს ახალ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.

სტუდენტების აზრით, 20-ზე მეტი ლექტორი ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანმა ნინო პატარაიამ თვითნებურად გაათავისუფლა. პატარაია არც ამ რიცხვს და არც ბრალდებას ეთანხმება. ამბობს, რომ მიზეზი - ავტორიზაციის ახალი სტანდარტი და ამ ლექტორების მიერ სხვა უნივერსიტეტებში დაკავებული აკადემიური თანამდებობებია.

უნივერსიტეტში გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნების მსურველმა სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პეტიცია გაუგზავნეს, რომელსაც ხელს 2000-ზე მეტი პირი აწერს.

დღის ამბები