18 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ნატო ჩხეიძემ კონსტიტუციას ხმა მისცა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისას ხმა მისცა. 

მან ხმა დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ როდესაც, მისი პარტიის ორმა წევრმა, ემზარ კვიციანმა და ადამ მარშანიამ, ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

„117-მა დეპუტატმა მისცა ხმა მაშინ, როცა ჩვენ სამს ხმა არ მიგვიცია, ვერ გეტყვით, რამ გამ0ოიწვია ეს. მაშინ, როდესაც სამმა დეპუტატმა ერთმანეთს გადავხედეთ და გამოვთხვით გაოცება, როგორ თუ 117 მომხრეაო და იყო შემდგომი კენჭისყრა, დაფიქსირდა, რომ სამი წინააღმდეგია. ვფიქრობ, რომ ეს იყიო ტექნიკური შეცდომა, რაც იშვიათად არა, მაგრამ არის ხოლმე პარლამენტის აპარატთან,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.  

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა კონსტიტუცია დაამტკიცა. დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბნენ და კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭი უყარეს. 

 

დღის ამბები