24 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
"მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიის,“ - ანა დოლიძე კონსტიტუციის დამტკიცებას აფასებს

„დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიის,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე კონსტიტუციის დამტკიცებას.

კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა. ანა დოლიძე აცხადებს, რომ ვეტოს დადების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტის გადაგზავნის შემდეგ იმსჯელებენ.

„პრეზიდენტის პოზიცია იყო თავიდანვე, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა ყველასი. კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველას კუთვნილება. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიის. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პრეზიდენტს მოუწოდა, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით ის ცვლილებები გაგზავნოს პარლამენტში, რომლის ინიცირებასაც სულ მალე კონსტიტუციაში უმრავლესობა გეგმავს.

ანა დოლიძემ ნუკრი ქანთარიას განცხადებას „არასერიოზული“ უწოდა.

დღეს, პარლამენტმა საქართველოს განახლებული კონსტიტუცია, 117 მომხრე, 2 წინააღმდეგი, დაამტკიცადეპუტატები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბნენ და კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭი უყარეს. 

დღის ამბები