ლონდონის მეტროს ერთ-ერთი სადგურიდან დღეს მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი მატარებლის ვაგონში მომხდარი აფეთქება გახდა. მგზავრები პანიკამ მოიცვა, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. შედეგად, 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
აფეთქების ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მგზავრები გაიყვანეს. ტაუერ ჰილის სადგური რამდენიმე წუთით დაიხურა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, რადგან გაირკვა, რომ ერთ-ერთ მგზავრს მატარებლის ვაგონში მობილური ტელეფონის დამტენი აუფეთქდა.