თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ საკუთარ სპეციალისტებს, დედაქალაქში ჩაშლილი ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხის შეისწავლა დაავალა. დაპირისპირება ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის ჩაშლილი მშენებლობის საკითხის განხილვას მოჰყვა.
ოპოზიციის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავ კომპანია „ზიმოსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ერთ-მილიონიან გარიგებასთან დაკავშირებით კითხვები საკრებულოს სარევიზიო კომისიასაც აქვს, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრი, ნუგზარ მალაღურაძე ხელმძღვანელობს.
სპეციალისტები კომპანია „ზიმოსთვის“ ბიუჯეტიდან წინასწარ გადარიცხული მილიონის და მოგვიანებით შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო, სამართლებრივ რეაგირებას და დასაბუთებას ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ.
მმართველი გუნდის მტკიცებით, „ზიმო“ თბილისელებს ერთ მილიონს უკან, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაუბრუნებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რომ კომისიამ საკითხი განსახილველად ნუგზარ მალაღურაძის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის გარეთ დატოვების შემდეგ გამოიტანა.
საკრებულოს სარევიზიო კომისიამ რევიზორებისგან ინფორმაცია დღეს 13 საქმეზე მოისმინა. დოკუმენტის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას კვეთაზე ჩაშლილი ესტაკადა არ არის ერთადერთი საეჭვო საქმე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ზიმო“ ფიგურირებს.