25 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
"კონსტიტუცია, რომელიც არავისი არ არის," - მწვავე შეფასებები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა

117 ხმა 2-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა დღეს კონსტიტუციის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველმა გუნდმა დღეს კენჭისყრა საპროტესტო აქციების ფონზე ჩაატარა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიღებული კონსტიტუცია „არავისი არ არის“ მაშინ, როდესაც მას, პირველ რიგში, ხალხის აზრი უნდა გამოეხატა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა. მისი აზრით, მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, შემხვედრ ნაბიჯებზე წავიდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყნის მთავარი კანონი დაბალანსებული ყოფილიყო, ხოლო ოპოზიცია პროცესის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები