20 აპრილი 2024,   02:32
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. ალანიის ეპარქია ერთ-ერთმა ბერძნულმა ეკლესიამ აღიარა

სეპარატისტული საეკლესიო აღიარება - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. ალანიის ეპარქია ერთ-ერთმა ბერძნულმა ეკლესიამ აღიარა. თავად ამ ბერძნულ ეკლესიას კი ბერძნული კანონიკური ეკლესია არ აღიარებს.

ბერძნული ხრიზასტომის სინოდი ბერძნულ ეკლესიასთან განხეთქილებაშია, თუმცა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს. ხრიზასტომის სინოდთან საოკუპაციო რეჟიმის მღვდელმსახურები რუსული ეკლესიის დახმარებით მოლაპარაკებებს წლების განმავლობაში აწარმოებდნენ.

საქართველოს საპატრიარქოში მომხდარ ფაქტს არ გამოეხმაურნენ. მამა თეოდორე გიგნაძე არ გამორიცხავს, რომ ხრიზასტომის ეკლესიამ ალანიის ეკლესია რუსეთის ხელშეწყობით აღიარა.

საბერძნეთის ხრიზასტომის ეკლესიის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონების მღვდელმსახურთა ავტონომიად აღიარებაში, რუსეთი მონაწილებას საქართველოს ხელისუფლებაც არ გამორიცხავს.

„კურიერთან“ საუბრისას კიევის პატრიარქი, ფილარეტი ამბობს, რომ ქართველი და უკრაინელი სასულიერო პირები კრემლის აგრესიულ პოლიტიკას ერთობლივად უნდა ებრძოდნენ.

ქართველი თეოლოგების აზრით, სწორედ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხია ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ეპარქიების აღიარებისგან თავს იკავებს  და ქართულ ეკლესიაზე დარტყმებს ირიბი გზებით ახორციელებს.

დღის ამბები