19 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
206-ე საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. სახის ძვლების მოტეხილობის გარდა, მას დავარდნის შედეგად ფილტვი დაუზიანდა.

206-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა დუმილი მხოლოდ გამომძიებლებთან დაარღვიეს. გამოძიებას ჩვენება ბაღის ყოფილმა დირექტორმა და ორმა აღმზრდელმა მისცა, რომლებიც ხელმძღვანელის მსგავსად, სამსახურიდან გუშინვე გაათავისუფლეს. საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერჯერობით არავის აქვს. 

206-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლების უმეტესობა 3 წლის გოგონას ამბავს სააღმზრდელო დაწესებულების მთავარ პრობლემას - მრავალრიცხოვან ჯგუფებს და მომვლელების არასაკმარის რაოდენობას უკავშირებს.

ბაღში არსებულ პრობლემებსა და მშობლების პრეტენზიებზე სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს საუბარი არ სურთ. ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობის მონიტორინგი ხორციელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები