25 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - უმრავლესობა პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა, თუმცა საკუთარი პირობები აქვს

პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ძალებისთვის გაკეთებულ შეთავაზებას უმრავლესობაში ეხმაურებიან. გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართული იყო, კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა, თუმცა საკუთარი პირობებით. გიორგი მარგველაშვილმა ხვალ  ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ შეკრებისკენ და გადამწყვეტი კონსულტაციებისკენ მოუწოდა, თუმცა უმრავლესობას ფორმატი არ მოსწონს.

უფრო კონკრეტულად კი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შეხვედრა მხოლოდ უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის უნდა შედეგს. 

„თუ პრეზიდენტის პასუხი არ არის მორიგი პიარ კამპანია კონსტიტუციის წინააღმდეგ, ჩვენ ვთავაზობთ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ პრაქტიკული მიზანი ქონდეს ამ შეხვედრას, შედგეს შეხვედრა მასსა და უმრავლესობას შორის და მზად ვართ, კიდევ ერთხელ პირადად ავუხსნათ მას იმ შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა პრეზიდენტის მიმართ. საუბარია იმ საკითხებზე, რომლებზეც ამ ქვეყანაში არავინ დაობს და ამას ეთანხმება ვენეციის კომისია,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდი შეთავაზებაზე პრეზიდენტის პასუხს ელოდება.

„ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის პასუხს ამ შეთავაზებაზე და მზად ვართ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს შედგეს ეს შეხვედრა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ეს შეთავაზება პრეზიდენტმა მმართველი გუნდის საპასუხოდ გააკეთა. უმრავლესობის სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს შესთავაზა საპრეზიდენტო ვეტო კონსტიტუციის მხოლოდ 2 პუნქტისთვის დაედო, რომელიც საარჩევნო ბლოკების აკრძალვას და ე.წ. ბონუსების სისტემას ეხება.

 

 

 

დღის ამბები