25 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
„არ მინდა, ომბუდსმენის ინსტიტუტი კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს"- შს მინისტრი

„მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის მისამართით გააკეთა, რომლის მიმართვაშიც დაკავებულ სერგო მამასახლისის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ძალადობაზეა საუბარი.

უჩა ნანუაშვილის განცხადების გამო, გიორგი მღებრიშვილმა ომბუდსმენი გააკრიტიკა. შს მინისტრის თქმით, სახალხო დამცველს შეეძლო სამინისტროში გაერკვია ყველაფერი.

„ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში რაიმე განცხადებებს ვაკეთებთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სერგო მამასახლისი ყაჩაღობის ბრალდებით 5 დღის წინ დააკავეს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრალდებულს თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე ჩამოაცვეს პარკი და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი კი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა.

სერგო მამასახლისი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოინახულა. დაკავებულმა ომბუდსმენის წარმომადგენელს მაზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები