23 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
„თბილისი, ბოლო 15 წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისი ქალაქი გახდა“ - ალეკო ელისაშვილი

„თბილისი, ბოლო 15 წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისი ქალაქი გახდა,“ - ეს განცხადება თბილისის მერობის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების, უკონტროლო მშენებლობისა და საცობების კუთხით, უმძმესი მდგომარეობაა. ალეკო ელისაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სოციალური კუთხით საკუთარი ხედვა გააცნო. 

„მე ვდებ პირობას, რომ ჩემი მერობის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში, ანუ ერთ საარჩევნო ვადაში, ვერავის ვერ ამოიღებენ სოციალური სიიდან, იქნება გარანტირებული. სამსახურს იშოვიან თუ არ იშოვიან, ტელევიზორს აჩუქებენ თუ არ აჩუქებენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მუნიციპალური ბაღები გადატვირთული არ უნდა იყოს და ამისთვის ოჯახებისთვის ვაუჩერების გაცემა აუცილებელია, რათა მათ ბავშვების კერძო ბაღებში მიყვანაც შეძლონ.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სოციალური პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა ქალაქში მშიერი ხალხი არ იყოს და ადამიანებს სოციალური მუშაკის არ ეშინოდეთ.

დღის ამბები