20 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებამდე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებამდე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი. გიორგი ლომია უკვე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წარმომადგენლებს. ასევე შეხვედრა გაიმართა არაფორმალურ ვითარებაში, "რესპუბლიკელ" კონგრესმენებთან.

გიორგი ლომიას თქმით, უნდა დაინგრეს მითი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი პარტია პრო რუსულია. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილება.

„კიდევ ერთხელ გვინდა, მათ დავუდასტუროთ, რომ ჩვენ არ ვართ პრო რუსული პარტია და გვამოძრავებს საქართველოს ინტერესი, სხვა არაფერი,“ - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე გიორგი ლომია.

დღის ამბები