19 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
წამება და არაადამიანური მოპყრობა - პატიმარი პოლიციას ადანაშაულებს, შს მინისტრი ომბუდსმენს აკრიტიკებს

ბრალდებულ სერგო მამასახლისის ოჯახი სოფელ დიღმის პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. დაკავებულის და ამბობს, რომ 45 წლის მამაკაცისგან სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში წამებით ცდილობდნენ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის აღიარებას.

სერგო მამასახლისმა მის მიმართ განხორცილებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. მისი მტკიცებით,  ძალადობით სამართალდამცველებმა მისგან აღიარებითი ჩვენება მიიღეს.

სერგო მამასახლისისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულს ძალადობის კვალი ამ დრომდე აღენიშნება.  

შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველი ამ პოზიციის გამო გააკრიტიკა. გიორგი მღებრიშვილმა უჩა ნანუაშვილი კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა.  

სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები