20 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს კონსტიტუციის კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს ახალ კონსტიტუციურ კანონზე ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ აუცილებლად დავესწრებით პრეზიდენტთან შეხვედრას, მე არ ვიცი ვის ცალცალკე უნდა შეხვედრები თუ არა. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ერთიან ფორმატში მოხდეს მსჯელობა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა პრეზიდენტთან, შემუშავებულია გარკვეული საკითხები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები იქნება მსჯელობის საკითხი, გამოიყენებს თუ არა ვეტოს და როგორ გამოიყენებს,“ - განაცხადა "საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.

პარტიებში აცხადებენ, რომ კონსტიტუცია ფართო კონსენსუსს უნდა ემყარებოდეს, ამდენად კონსულტაციებში ოპოზიციის მონაწილეობას აუცილებლად მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი რეალურ კომპრომისზე არ წავა, პოლიტიკოსები ფართომასშტაბიანი აქციების პერსპექტივას განიხილავენ.

„ჩვენ ვიცავთ საზოგადოების და ხალხის ინტერესს, ეს არის - ხალხს არ წაერთვას არჩევანის უფლება და ბუნებრივია მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტმა უნდა დაადოს ამ კანონს ვეტო,“ - აცხადებს „ედპ“-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საკონსტიტუციო საკითხებზე, ოპოზიციის გარეშე პირისპირ დიალოგს სთავაზობს.

საპარლამენტო უმრავლესობა გადაუნაწილებელ მანდატებზე ბონუსების სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას აპირებს. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს სწორედ ამ ორი საკითხის მოტივირებული შენიშვნების სახით წარდგენას სთხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები