19 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
"საქართველოს გაუმარჯოს" - პრინცმა ჰარიმ სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები გადასცა

" საქართველოს გაუმარჯოს" - ეს სიტყვები, ბრიტანეთის პრინცმა ქართველ სამხედროებთან ერთად წარმოთქვა და მჯდომარე ფრენბურთში გამარჯვებულებს ოქროს მედლები პირადად გადასცა.

კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტულ თამაშებში, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს.

დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სამხედროების ნაკრების თამაშს ლიტვიდან გულშემატკივრობდა თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა, სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ ინვიქტუმ გეიმსში მესამედ მონაწილეობენ.

დღის ამბები