19 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეულზე "Etam"-მა ახალი კოლექცია წარადგინა

პარიზის მოდის კვირეულზე "Etam"-მა ახალი კოლექცია წარადგინა. ქალის თეთრეულის ბრენდმა დეფილეზე 60 კოსტიუმი უჩვენა. შოუ რამდენიმე თემად იყო დაყოფილი.

თავდაპირველად, მოდელებმა პოდიუმზე მხოლოდ შავი და ხაკისფერი თეთრეულით ჩაიარეს, ჩვენების მეორე ნაწილი ჰიპის სტილს დაეთმო, დასკვნითი ეტაპის შთაგონების წყარო კი, იაპონია გახდა.

ამ დროს მოდელებს გეიშას სტილის თეთრეული და ყვავილებითა და პეპლებით გაფორმებული მოსაცმელები ეცვათ.

"Etam"-ის დეფილე ბრიტანელმა და ფრანგმა მომღერლებმა ცოცხალი მუსიკით გააფორმეს. 

დღის ამბები