20 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან. შეხვედრა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს კონსტიტუციის კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პრინციპულობა. 

„ნაციონალურ მოძრაობის“ შეფასებით, დღეს ქვეყანას ფსევდოკონსტიტუცია აქვს.

"ანომალია არის ის, რომ ხელისუფლება, რომელმაც 24 საათის წინ მიიღო კონსტიტუცია, თვითონ ითხოვს ვეტოს ორი საკითხის გარშემო. ეს მიანიშნებს, რომ ოცნება ხვდება, რომ ის ძალიან ცუდ სიტუაციაშია,“- განაცხადა ნიკა რურუამ.

„ევროპულ საქართველოში“ იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დაადებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს თავად გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია. 

ოპოზიციის აზრით, "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც არ გაითვალისწინა. 

„ქართულმა ოცნებამ“ თვითონ დაწერა ეს კონსტიტუცია, მოიწვია პარლამენტის საგანგებო სხდომები, თავის თავთან თითონ მიაღწია კონსესუსს, თვითონ დაამტკიცა, საკუთარ თავს თვითონ მოუწყო ოვაციები. ახლა უნდა, რომ ამ პროცესის კრიტიკა, ანუ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც თვითონ დაწეროს,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ.

„ახალი საქართველოს“ წევრების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ კონსტიტუციით ცდილობს, ავტორიტარიზმი გაიფორმოს.

ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო. 

„ვეტო არ არის პანაცეა, ჩვენი მიზანია, შედეგს მივაღწიოთ. იმ 5 პუნქტიდან ერთ-ერთს „ქართული ოცნებაც“ უჭერს მხარს და კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როდესაც თვითონ სთხოვენ პრეზიდენტს ვეტო დაადოს,“- განაცხადა „საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები