25 აპრილი 2024,   08:28
ვრცლად
"პარლამენტში მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელმაც საათებსაც ვერ გაუძლო"- პრეზიდენტი

"პარლამენტში მიღებულ იქნა კონსტიტუცია, ის დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, მაგრამ დოკუმენტი, რომელმაც თავიდანვე საათებსაც ვერ გაუძლო,“- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას გააკეთა.

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციის საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობა განიხილება, რომელშიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობს. შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

„იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვეტო არის არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი, მგონი უკვე ყველა თანხმდება. ამას თანხმდება კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც,“ პოლიტიკური სპექტრი. მგონი, ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები