19 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
აქცია ზუგდიდში - დევნილები საცხოვრებლად აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან გადასვლით იმუქრებიან

ზუგდიდში ყოფილ რაიონულ საავადმყოფოს შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები პროტესტის ნიშნად საცხოვრებლად აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან გადასვლით იმუქრებიან. ასეთ გადაწყვეტილებმა დევნილებმა განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადების შემდეგ მიიღეს.

მინისტრის განმარტებით, ბინების გადანაწილება გეგმის მიხედვით მოხდება და არა აქციით ან მოწყობილ შიმშილობაზე გამოთქმული პრეტენზიების მიხედვით.

პოლიციამ უსაფრთხოების გამო დევნილებს ხიდამდე მისვლის საშუალება არ მისცა. მიუხედავად სამართალდამცავებთან სიტყვიერი შელაპარაკებისა, დევნილებს ხელისუფლებიდან არავინ არ შეხვედრია.

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები