20 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
საკვების და წყლის დეფიციტი - ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე დაკავებული ქართველი მეზღვაურები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მეზღვაურები დღეს "კურიერს" დაუკავშირდნენ და პატიმრობის გაუსაძლის პირობებზე ისაუბრეს. პატიმრები ყვებიან, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც საკანში, საკვების და წყლის დეფიციტია და  ამ დრომდე არ ჰყავთ ადვოკატი. დაკავებულები საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„მე მაინტერესებს უბრალოდ, საელჩო, არავინ არაფერს არ კითხულობს, არც ფული გვაქვს, არც საჭმელი გვაქვს არც სიგარეტი, არაფერი არ გვაქვს. თურქეთის საელჩო არის აქედან 5 კილომეტრის მოშორებით. თურქეთზე კარგი ურთიერთობა ამ წუთას არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან არ გვაქვს და რატომ არ დაინტერესდნენ ერთი, რა პირობებში ვართ და არ მოდის არავინ. პური არის რაღაც 20 გრ, ძალიან პატარა, დღეში არის ორი ცალი, წყალი არ გვაქვს. მთავარი მოთხოვნა არის, გვინდა ადვოკატი და არაბულის მცოდნე ერთი ადამიანი,“ - ამბობს გემის კაპიტნის ასისტენტი რომა კაკალაძე.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულებს მთავრობის მხრიდან ყურადღებას არავინ აქცევს.

„კონტრაბანდა და ასეთი რამე არ არის. თვითონ მეზღვაურები ამბობენ, იურისტი გამოგვიგზავნეთ და ჩვენ თავს ჩვენ თვითონ გავიმართლებთო,“ - აცხადებს რომან კაკალაძის და, სალომე კაკალაძე.

დღის ამბები