20 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
„ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერებმა NDI-ის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს

„ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერებმა NDI-ის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები ხშირია.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არის ბევრი დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კონკრეტული ფაქტებია ამის. არალეგალური ფული, რომელიც ბრუნავს და რომლითაც კოორდინატორებს უხდიან ხელფასებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მათი პლაკატების ჩამოხევა მიზანმიმართულად ხდება. 

დღის ამბები