23 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. კალაძემ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. მერობის კანდიდატმა, ეკოლოგიის და ჯანდაცვის პროგრამებზე ისაუბრა. შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და მე მგონი კმაყოფილები დარჩნენ, თუ რა პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები