18 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
სსიპ-ებმა და აიპ-ებმა 2016 წელს თანამშრომლების ხელფასებზე 216 მილიონი ლარი დახარჯეს

სსიპ-ებმა და აიპ-ებმა 2016 წელს თანამშრომლების ხელფასებზე 216 მილიონი ლარი დახარჯეს. ეს თანხა კი წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელწიფო საჯარო სამართლისა იურიდიულ პირებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ დახარჯული თანხები შეისწავლა.

ირკვევა, რომ წლიდან წლამდე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანების რიცხვი იზრდება და შესაბამისად, ხელფასებისთვის სულ უფრო მეტი თანხა იხარჯება.

„საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით, ყველაზე მეტად დასაქმებულთა რიცხვი თბილისის მერიის სასწრაფო დახმარების ცენტრში გაიზარდა. სსიპ-ებსა და აიპ-ებში თანამშრომლების რაოდენობის ზრდა სხვადასხვა არგუმენტებით ხსნიან.

თანამშრომელთა რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია, 2012 წლის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებს დაქვემდებარებულ აიპ-ებში. რეგიონებში ამას დასუფთავების სამსახურისთვის ფუნქციების დამატების მიზეზით ხსნიან.

სახელმწიფო უწყებებში პარტიული ნიშნით ადამიანების დანიშვნასა და ნეპოტიზმის გამორიცხვის მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მთავრობას ურჩევს, სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულები კონკურსის წესით შეარჩიოს.

დღის ამბები