25 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
გირით მიყენებული სასიკვდილო დაზიანებები - 77 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით აღიძრა - განზრახ მკვლელობა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

77 წლის გოგია ლაღიაშვილი მისივე ნათესავმა მოკლა. 23 წლის ზურა მიქელაშვილმა ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს რკინის გირით თავში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

მეზობლები ყვებიან, რომ ჩხუბის მიზეზი საკუთრებაზე დავა გახდა. ბრალდებული მეზობელს სახლს ედავებოდა. ოჯახებს შორის კონფლიქტს ბრალდებულის დედაც ადასტურებს.

მკვლელობამდე ზურა მიქელაძემ სხვა ოჯახშიც იჩხუბა. ნასვამი ახალგაზრდა მეზობელ დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები