25 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრები ხელისუფლებას არაეფექტურ რეაგირებაში ადანაშაულებენ

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები „კურიერს“ დაუკავშირდნენ. სამი ქართველი მეზღვაური ლიბიის ციხეში წინასწარ პატიმრობაში რჩება.

მეზღვაურების ინფორმაციით, მათ ადვოკატი და თარჯიმანი არ ჰყავთ. ასევე, აცხადებენ, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. მათი თქმით, საკვების მცირედი ულუფა მიეწოდებათ და უწყლოობას უჩივიან.

ქართველი მეზღვაურები ამბობენ, რომ მათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და არც ეგვიპტის საკონსულოდან, რომელიც ლიბიას ფარავს, არავინ შეხმიანებია.

გემი, რომლიც ლიბიის წყლებში 30 აგვისტოს დააკვეს ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა, თურქეთიდან ლიბიის მიმართულებით მოძრაობდა. ისინი თავიდან ნავთობის უკანონოს გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, ქართველი მეზღვაურების განცხადებით, ბოლო სასამართლოზე მათ ეს ბრალდება მოუხსნეს და მხოლოდ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა დაუტოვეს.

საგარეო საქმეთა სამინიტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მეზღვაურებს მხოლოდ ერთი ბრალდება დარჩათ და აცხადებენ, რომ საქმეში ჩართულია ეგვიპტის საელჩო.

დაკავებულების ოჯახის წევრები ხელისუფლებას არაეფექტურ რეაგირებაში ადანაშაულებენ.

ლიბიის ციხეში 3 ქართველი მეზღვაურის გარდა გემზე დაკავებული ეკიპაჟის კიდევ 7 წევრი, თურქეთის 5 და ინდოეთის 2 მოქალაქე რჩება.

დღის ამბები