24 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ფერეიდნელები ქართველები

ფერეიდნელ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა არ მისცეს. ისტორიულ სამშობლოში ჩამოსული ირანის ოცამდე მოქალაქე გამარტივებული წესით ქართული პასპორტის აღებას რამდენიმე თვე უშედეგოდ ელოდა.

რატომ ეთქვათ ფერეიდნელ ქართველებს მოქალაქეობაზე უარი, თავად არ იციან. აცხადებენ, რომ სპეციალური გასაუბრებაც გაიარეს, თუმცა, მოქალაქეობა მაინც ვერ მიიღეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ირანის 20-მდე მოქალაქისთვის საგამონაკლისო სახით მოქალაქეობის მინიჭება კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ფერეიდნელი ქართველები დახმარებას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სთხოვენ. მოქალაქეობის მინიჭების პრობლემებზე საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეციალური კომისიის ხარვეზებზე საუბრობს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით 2017 წელს საქართველოს მოქალაქეობა 79-მა ფერეიდნელმა ქართველმა მიიღო.

დღის ამბები