19 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძე შიმშილობს - ოჯახის მტკიცებით, დეკანოზზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის ამ უკიდურესი პროტესტის მიზეზი, როგორც მისი ადვოკატები განმარტავენ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

პატიმრობაში მყოფი მღვდლის ოჯახი ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების სამინიტრო დეკანოზს ოჯახთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლებს. მათი თქმით, ციხის ადმინისტრაცია მთავარ პროკურატურასთან ერთად მსჯავრდებულ დეკანოზზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განაგრძობს.

ადვოკატების მტკიცებით დეკანოზი მამალაძე ციხეში შიმშილობს და აუცილებელი მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს. ოჯახის გარდა დეკანოზმა ტელეფონით დაკავშირება ადვოკატებთანაც სცადა, თუმცა მას არც იურისტებთან კონტაქტის საშუალება არ მისცეს.

დეკანოზის გიორგი მამალაძის მისამართით ფსიქოლოგიური ზეწოლის სავარაუდო ფაქტებს უკვე სწავლობს სახალხო დამცველიც. აღმოჩნდა, რომ შედგენილი ოქმი ზუსტად არ ასახავდა დეკანოზის პროტესტის მიზეზს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ამბობენ, რომ სატელეფონო კავშირის ციხიდან ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ განხორციელდა, რაც უამინდობამ გამოწვია.

დეკანოზ მამალაძის მიმართ საპატიმროში სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მსჯავრდებულმა სასამართლოზე საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ მის მიმართ ციხეში ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა

დღის ამბები