19 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვეტოს მოლოდინში - პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზად იყო, თუმცა დანიშნულ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასთან ერთად, მაინც არ მივიდა.

20 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილთან მსჯელობდა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონსტიტუციის შემდეგ რა გამოსავალი უნდა მოძებნონ.

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი შეთანხმებას არ დაარღვევს და ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებების მთელ პაკეტს დაადებს.

ხუთპუნქტიანი შეთანხმების თანახმად,  უნდა მოხდეს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მანდატების სამართლიანი წესით განაწილება, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება, ბარიერის 3%-მდე დაწევა, საარჩევნო ბლოკების დატოვება, უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება და სამართლიანი სასამართლოს გარანტიების შექმნა.

ოპოზიცია თანახმაა, რომ პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელად შეხვდეს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას დათმობაზე წაიყვანს და საბოლოოდ კონსტიტუციის ის მოდელი დამტკიცდება, რომელსაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი უჭერს მხარს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები