23 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება - კახა კალაძესთან შესახვედრად, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეები ავტობუსით წაიყვანეს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან შეხვედრაზე მუხიანის დასახლებიდან, სავარაუდოდ საჯარო მოხეელეები, დაქირავებული ავტობუსებით მიიყვნეს. "კურიერის" კამერის გამოჩენამ კი დაბნეულობა გამოიწვია, გლდანის გამგებელი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, ამტკიცებდა, რომ ავტობუსების მობილიზება არა კახა კალაძის შეხვედრისათვის მოხდა არამედ ეს ავტობუსები თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდნენ. მისი თქმით, ადგილზე ბაღების თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი კი ადასტურებს, რომ ამომრჩევლები კახა კალაძესთან შესახვედრად, მუხიანიდან წამოიყვანა, თუმცა, ის ვერ იხსენებს, თუ ვინ არის მისი დამქირავებელი.

თავად კახა კალაძე არ უარყოფს, რომ ადგილზე საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ.

 

დღის ამბები