19 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
სააკაშვილის კუდრაჭას, ხატიაშვილის დავალებით გამართეთ აქცია - კახა კალაძე "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს მიმართავს

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს თბილისში, კახა კალაძეს, გლდანში ამომრჩევლებთან შეხვედრამდე, ადგილზე „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახვდნენ და მისგან პასუხი მოითხოვეს, თუ რატომ არ შეხვდა მერობის კანდიდატი დაზარალებულებს.

ამაზე კალაძემ მათ უპასუხა, რომ ამის მიზეზი ის იყო, დაზარალებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილის დავალებით, აქციები კვლავ გამართეს.

„მზად ვიყავი შეგხვედროდით ოთხშაბათს, თქვენ გააგრძელეთ თქვენი საპროტესტო აქციები, თქვენი კუდრაჭას, სააკაშვილის კუდრაჭას, ხატიაშვილის დავალებით... მშვიდობაში გყავდეთ,“ - განუცხადა დაზარალებულებს კახა კალაძემ.

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ კალაძემ ისინი მოატყუა და დაპირებისამებრ არ შეხვდა.

„ამ წვიმაში მთელი დღე ველოდით და დაგვაღალატა, მოგვატყუა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

დღის ამბები