25 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭო უკვე ერთი საათია მიმდინარეობს

პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭო უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორის უმთავრესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო სწავლებები იქნება.

უშიშროების საბჭოზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის ჩათვლით, ხუთ საკითხზე იმსჯელებენ. საბჭო დღეს სრული შემადგენლობითაა შეკრებილი. მას პრეზიდენტთან ერთად პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებიან. 

უსაფრთხოების საბჭოს სხდომას, თავდაცვისა და შს მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ესწრებიან.

ვახტანგ გომელაური უშიშროების საბჭოზე მომხსენებლის რანგში გამოვა და შეკრებილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების შესახებ წარუდგენს ანგარიშს.

პრეზიდენტი ასევე, მოისმენს ანგარიშს რამდენიმე თემაზე. მათ შორის, შეიარაღებული ძალების გაზრდასთან დაკავშირებით და ნატოს მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაზეც მოხსენებას საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთებს.

უცნობია, იმსჯელებენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. სწორედ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭო უქმდება. აღნიშნული თემა, განსახილველ საკითხთა შორის არ არის. 

დღის ამბები