19 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
„გამოფხიზლდით თბილისელებო" - ზაზა ხატიაშვილი კალაძის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

"ადვოკატთა ასოციაციიის" თავმჯდომარე კახი კალაძის ბრალდებას პასუხობს. თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა კახა კალაძემ, რომელსაც შეხვედრას "ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები სთხოვდნენ, შეურაცხმყოფელი განცხადებებით უპასუხა და ხატიაშვილის და სააკაშვილის მიერ მართულები უწოდა.

საპასუხო პრესკონფერენცაიზე "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს და საზოგადოებას კალაძის წარსული შეახსენა, როცა "ქართული ოცნების" ახლანდელი ლიდერი სააკაშვილის მხარდამჭერი იყო.

ზაზა ხატიაშვილი კალაძის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს და მერობის ყველა ოპოზოიციურ კანიდიდატს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ, ერთიანი კოალიციის შექმნას სთავაზობს. 

„გამოფხიზლდით თბილისელებო, გამოიღვიძეთ. ადამიანი, როდესაც გახდება თბილისის მერი და თქვენ მიხვალთ და ეტყვით -კახი კალაძე, რომ შეგვხვდი შენ ეს დაგვპირდი ეტყვის, რომ სააკაშვილმა მოგაგზავნათო. თუ ამ ადამიანებს ასე მოექცა კალაძე და მათ არ შეხვდა და როცა ეუბნებიან, რატომ არ შეგვხვდიო, სააკშვილმა მოგაგზავნათო და სააკაშვილისგან დაქირავებულმა სააკაშვილმაო - თბილისის მერი რომ გახდება, თქვენ რას გეტყვით?! დღეიდან მე ვივლი მერობის ყველა კანდიდატის შეხვედრაზე. მე შევეცდები თბილისის ყველა მერობის კანდიდატი გავაერთიანო, დავსვა ერთად საერთო მიზნისთვის, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება,“ - განაცხადა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები