16 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
"გადაწყვეტილება სუს-მა უფრო მიიღო, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“- ზალიკო უდუმაშვილი საკრებულოს სხდომაზე საუბრობს

„გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სუს-მა უფრო მიიღო, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ,“ ვინაიდან საკრებულოში მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე საკრებულოს თანამშრომლების,“- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი სადაო საკითხი დამტკიცდა.

„მთელი წლების მოღვაწეობა რომ შევაფასოთ, ხომ მარტო იმაზე იყო დამოკიდებული, რომ ბიძინა ივანიშვილის, ერთი კაცის ოცნებები აესრულებინათ, ეს ოცნებები ნამდვილად აასრულეს,“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის თქმით, პროტესტი არ შეწყდება.  

„თბილისი უკან დაიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს, რომელიც დედაქალაქს დღეს ხელის გადაგრეხვით წაართვეს,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

საკრებულოში კენჭისყრას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები