24 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
საკრებულომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - გიორგი ტყემალაძე სხდომათა დარბაზში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი, გიორგი ტყემალაძე საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ბრიფინგზე ტყემალაძემ საკრებულოს გადაწყვეტილების სისწორესა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული სადაო საკითხი დაამტკიცა.

პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

„დღეს საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში, ჩვენს ქალაქში კეთდება და აშენდება უპროცენდენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა,“ - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.  

გიორგი ტყემალაძემ ოპოზიცია საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურის გამოც გააკრიტიკა.

„ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა,“ რომლებსაც არ აქვთ მანდატი და მხარდაჭერა საზოგადოების,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები