19 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
ნატა ფერაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს შუა თითი უჩვენა

„პარტიზანმა მებაღემ“ ნატა ფერაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი უჩვენა და მიმართა „გაყიდე ხომ ქალაქი?“ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ალიბეგაშვილი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებდა. მან განმარტებები საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებასა და სამართალდამცავების მობილიზებაზე გააკეთა.

„ქალბატონმა პარლამენტარმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო საკრებულოს სხდომის ჩაშლა. ჩვენ მას ამის უფლებას ვერ მივცემდით, აქედან გამომდინარე, ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა საკრებულოს სხდომა გაგრძელებულიყო. სამართალდამცველები კანონის და რეგლამენტიდან გამომდინარე გამოვიძახეთ, ვინაიდან ისინი არ ემორჩიელებოდნენ და ხელს უშლიდნენ საკრებლოს სხდომის ჩტარებას. ყველა ის საკითხი, რომელიც ქალაქის საჭირბოროტო პრობლემებს ეხება და რომელიც აუცილებელია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, ყოველთვის მიღებული იქნება,“- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 მომხრითა და 3 წინააღმდეგით თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული სადაო საკითხი დაამტკიცა. პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები