25 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
ბათუმში „ენმ“-ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ განხორციელებული აგიტაცია - "ქართული ოცნება" ვიდეოს ასაჯაროებს

„ქართულმა ოცნებამ“ ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი აგიტაციას ეწევა და პარტიის ფლაერებს არიგებს, რაც კანონმდებლობით იკრძალება. მამუკა მდინარაძე ცესკო-ს ამ შემთხვევის შესწავლას ურჩევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ბათუმის პირველი უბნის საარჩევნო კომისიის წევრი, მარინა ჟღენტი, ღიად ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული ქალბატონი მოქალაქეს აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას და ამასთანავე აწვდის „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალას, რაც არის კანონდარღვევა,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტს არ უარყოფენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ მიზეზით აღნიშნული პირი საუბნო კომისიის წევრი აღარ იქნება.

 

 

 

დღის ამბები