25 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული დაჯგუფება "ჯავახკა"-ს გააქტიურებაზე საუბრობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული დაჯგუფება "ჯავახკა"-ს გააქტიურებაზე საუბრობს. მისი თქმით, ორგანიზაცია გარიგებულია ორ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ და „პატრიოტთა ალიანსთან.“

ნათელაშვილის თქმით, მათ სიაში შეიყვანეს აღნიშნული სეპარატისტული დაჯგუფების წევრები. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, რომ გააუქმონ პარტიული სიები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

„მიეცით საშუალება საქართველოს მოქალაქე სომხებს ყოველგვარი სეპარატისტებისა და გარიგების გარეშე გამოხატოს საკუთარი აზრი და დაუჭიროს მხარი იმ პარტიას, რომელიც მის ინტერესებთან უფრო ახლოა. სხვა შემთხვევაში, მათ არ ასცდებათ საბრალდებო სკამი იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ უაღრესად საშიშ გარიგებას,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები