20 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
ოპონენტებზე ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა - მესამე სექტორი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. ოპოზიციონერების თქმით, უმრავლესობის მხრიდან წინასაარჩევნოდ არაერთი დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის, ოპონენტებზე ზეწოლა-მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა და საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტი.

წინასაარჩევნოდ ამ დარღვევებზე დღეს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში კონკრეტული ფაქტები მოხვდა. მთავარი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ დღევანდელი ვარსკვლავების მატჩია.

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა დღეს საეჭვო გარიგებებზეც ისაუბრა. მიხეილ ბენიძე ეჭვობს, რომ დიდი თანხის შემოწირულობების სანაცვლოდ კომპანიები ტენდერებს იგებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონკრეტულ პირებს აძალებენ მმართველი გუნდის საარჩევნო აქტივობებზე მისვლას, ზოგჯერ კი სოციალური დახმარების თემითაც მანიპულირებენ.

ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ და საარჩევნო კომისიის „ენმ“-ს წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გამო აკრიტიკებენ.

”სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკო-ს მიმართა და ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე რეაგირება მოსთხოვა. უწყების შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ ფაქტებში, დარღვევები არ იკვეთება.

ამავე თემაზე
დღის ამბები