25 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
"მონა ვანა" - „მონა ლიზას“ აქამდე უცნობი ესკიზი

„მონა ლიზას“ აქამდე უცნობი ესკიზი - საფრანგეთში, სავარაუდოდ, ლეონარდო და ვინჩის კიდევ ერთი ტილო აღმოაჩინეს. ექსპერტების ვარაუდით, მასზე შიშველი ჯოკონდაა.

ნახშირით შესრულებული ნახატი, სახელწოდებით "მონა ვანა" 150 წლის განმავლობაში პარიზის მახლობლად, კონდეს მუზეუმში ინახებოდა და სხვა მხატვრის ნამუშევრად მიიჩნეოდა.

არაერთი კვლევის შედეგად, ლუვრის სპეციალისტები თვლიან, რომ ესკიზი ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის და მათი მტკიცებით, მხატვარმა, მოგვიანებით, ზეთის საღებავებით დახატა ჯოკონდა.

მიუხედავად მსგავსებებისა, ნახატის ზედა ნაწილში, კონტურები მარჯვენა ხელით არის გაკეთებული. თუმცა, ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო. ხელოვნებათმცოდნეთა ნაწილი, სწორედ ამიტომ თვლის, რომ ნახატი მხატვრის ხელით ნაწილობრივ არის შესრულებული.

ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ლეონარდო და ვინჩის საკუთარი ცოლის პორტრეტის დახატვა ფლორენციელმა ვაჭარმა დელ ჯოკონდომ დაუკვეთა.

და ვინჩიმ „მონა ლიზას“ ხატვა, სავარაუდოდ, 1503 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში დაუსრულებელ ნახატს სულ თან დაატარებდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შეუფასებელი ნახატი საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში ინახება და მას წელიწადში დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი ნახულობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები