25 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
დაპირისპირების მიუხედავად, შავი ზღვის სანაპიროზე პლაჟისა და ბოტანიკური ბაღის ნაწილი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გადაეცა

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემას მოჰყვა. „ბიზნესდეველოპმენტს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთი ნაწილი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე პლაჟის ნაწილი უსასყიდლოდ, 49 წლიანი სარგებლობის უფლებით.

ოპოზიციის მტკიცებით, ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი მისივე კუთვნილი სასტუმროსათვის საბაგირო გზას ააშენებს.

დაძაბულობის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ გადაწყვტილება 11 ხმით მიიღო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გაუსხვისებელი ტერიტორიების კერძო პირისთვის გადაცემას 17 დეპუტატის თანხმობა სჭირდებოდა.

ოპოზიცია ასევე აპროტესტებდა, რომ პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართა.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელწმიფოს კუთვნილი 8000 კვ.მ. ტერიტორია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისათვის გადასაცემად გაამზადეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები