25 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
პაატა ბურჭულაძის ფონდის წინააღმდეგ გადაღებული ფილმის მონაწილეები ინტერვიუების გაყალბებაზე საუბრობენ

პაატა ბურჭულაძის ფონდის წინააღმდეგ გადაღებული ფილმის მონაწილეები გაყალბებაზე საუბრობენ. ხმაურიანი კამპანიის დაწყების შემდეგ „იავნანაში“ მისული რესპოდენტები ამტკიცებენ, რომ მათი ინტერვიუების შინაარსი ხელოვნურად შეცვალეს.

პაატა ბურჭულაძის ფონდის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში „იავნანას“ მიერ ბინით დაჯილდოებული გმირები ყვებიან, როგორ ჩავიდნენ მათთან მოტყუებით გადამღები ჯგუფის წევრები, თავი ფონდის წარმომადგენლებად გააცნეს და ბინების გადაცემის შემდეგ მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

პარალელურად, ცნობილი ხელოვანები ფონდს მხარდაჭერას უცხადებენ. „იავნანაში“ კი უახლოეს დღეებში პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ შეტანილი განცხადების გამო საგამოძიებო უწყებამ შესაძლოა, საქმე აღძრას.

ამავე თემაზე
დღის ამბები