25 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება გაიმართა

დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება გაიმართა. საქართველოდან წარდგენილმა სამივე კანდიდატმა გასაუბრების ეტაპი წარმატებით გადალახა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მაქვს მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი. სამივე კანდიდატი არის ღირსეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ კომისიის ფარგლებში, ქვეყნის დონეზე არ შევარჩევდით,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება ლადო ჭანტურიასთან, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან გაიმართა. საქართველოში ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა მესამედ ჩატარდა. 

დღის ამბები