19 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
ოცნება გარდაიცვალა და სანამ მთლიანად გაიხრწნებოდეს, პოლიტიკური სივრციდან დროზე უნდა გავიტანოთ - ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, გლდანში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის ლიდერები, კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

„გლდანი არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს გალავანია. დარწმუნებული ვარ, 21 ოქტომბერს ხელისუფლების პოლიტიკურ საფლავზე ყველაზე დიდ ქვას ყველაზე  მეტად გლდანელები დაადებენ. ოცნება გარდაიცვალა და სანამ ის მთლიანად გაიხრწნებოდეს, პოლიტიკური სივრციდან დროზე უნდა გავიტანოთ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები