23 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის ივანიშვილისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ავტოპარკინგი, უცნობია

ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ავტოპარკინგი უნდა გაკეთდეს, თუმცა რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის მოქალაქეებისთვის, ან რამდენ ავტომობილზე გათვლილი, ისევ უცნობია.

„საუბარია სამდონიანი პარკინგის მშენებლობაზე, სადაც ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, სამასი ერთეული, ან მეტიც შესაძლოა, იყოს. როცა კონკრეტული მუშანახაზი და პროექტი შედგება, ბუნებრივია, ადგილების რაოდენობა დაზუსტდება,“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ასობით კვადრატული მეტრი მიწა ერთ ლარად ყოფილ პრემიერს საკრებულომ ისე დაუკანონა, რომ პროექტის ტექნიკური დეტალები კვლავ გაურკვეველია.

 

დღის ამბები