18 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
სირიასა და რუსეთს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ

სირიასა და რუსეთს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ. ავიაიერიში იდლიბის პროვინციაში, ერთ-ერთ სოფელზე, განხორციელდა.

ბოლო მონაცემით, დაიღუპა 28 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვია. დაბომბვის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მოხალისე სამაშვლო ჯგუფის "თეთრი ჩაფხუტების" წევრები მივიდნენ და ნანგრევებიდან ხალხი გამოიყვანეს. იერიშის ამსახველი ვიდეო მასალაც მათ გაავრცელეს.

ისინი აცხადებენ, რომ რეგიონს, ძირითადად, რუსეთის და სირიის ავიაცია ბომბავს. თუმცა, მოსკოვიც და დამასკოც ირწმუნებიან, რომ მათი თვითმფრინავების სამიზნე მხოლოდ ტერორისტები არიან.

 

დღის ამბები