ევროპული საქართველოს ლიდერები თბილისის ამომრჩეველს შეხვდნენ.
დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, პრემია-დანამატების გაუქმებას და ამ თანხით გამარჯვებულ რაიონებში პენსიის და სოციალური დახმარების მომატებას გულისხმობს.
„ჩვენი ამოცანაა, ადამიანებს კონკრეტულად ვუთხრათ, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, უკვე ორ-სამ თვეში, პენსია, სოციალური გაიზრდება, გადასახადი შემცირდება, სამუშაო ადგილი გაჩნდება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამავე შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, კიდევ ერთხელ ისაუბრა დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე და ამომრჩეველს თბილისის ურბანული განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
„არასდროს თბილისში აღარ იქნება მმართველობა, რომელიც თავის თავზე ზრუნავს. ჩვენ თბილისში გვეყოლება მმართველობა, რომელიც ხალხზე ზრუნავს, რომელიც ემსახურება ხალხს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.