20 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა - გამოფენაზე საქართველოში დამზადებული პროდუქციის ნახვაა შესაძლებელი

დღეს ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა, გაიხსნა. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა.

დამთვალიერებელი იხილავს საქართველოში დამზადებულ სუვენირებს, სამოსს, საკონდიტრო ნაწარმს, ჩირს, ალკოჰოლური სასმელს, ჩაისა და სხვა სასურსათო პროდუქციას.

ამავე ღონისძიებაზე იგეგმება სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაციაც, სადაც ვიზიტორები ქართული ნაწარმის დაგემოვნებას შეძლებენ.

მარკეტი აწარმოე საქართველოს ფარგლებში იმართება. ორდღიანი ღონისძიების დროს წარმოდგენილი იქნება სპეციალური სტენდიც, სადაც დაინტერესებული პირები სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებს და ბიზნესის მხარდასაჭერად შეთავაზებულ წინადადებებს გაეცნობიან.

დღის ამბები