25 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ძმის პოლიტიკური თამაში - პარტიაში განხეთქილებას ადიკო ივანიშვილის სახელს უკავშირებენ

„ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ყოფილი პრემიერმინისტრის ძმის, ადიკო ივანიშვილის, რეკომენდაციით დაასახელა. ადიკო ივანიშვილმა გურიაში საჯაროდ განაცხადა, რომ ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, მასთან ასოცირებული პირია და პარტიამ მისი რეკომენდაციით დაასახელა.

„კურიერთან“ ივანიშვილის ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან ბეგლარ სიორიძემ თავი შეიკავა.

ბეგლარ სიორიძის კანდიდატურის გამო, „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში დაპირისპირება ჯერ კიდევ მის საჯაროდ დასახელებამდე დაიწყო. ეს გადაწყვეტილება პარტიაში ღია დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი, კონსტანტინე შარაშენიძე და მასთან ერთად პარტიის კიდევ 5 ლიდერი, რიგებიდან გარიცხეს.

კონსტანტინე შარაშენიძისთვის გაუგებარია, რატომ დათმო პარტიის დამფუძნებლები „ოცნებამ“ ბეგლარ სიორიძის გამო, რომელიც 2012 წელს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა და აფინანსებდა.

კონსტანტინე შარაშენიძე ახლა ბეგლარ სიორიძის კონკურენტია. ის ამომრჩევლებს უკვე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ხვდება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი არ მალავს, რომ პარტიაზე არაფორმალური გავლენა აქვს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ძმას.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ წინასაარჩევო ხმაურიანი ცვლილებებით და ლიდერების დაკარგვით პარტია არ დასუსტებულა. 

დღის ამბები