25 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
ქართული მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსი 24 პუნქტით დაეცა - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო 137 ქვეყნიდან 87-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველო 37 პოზიციით აზერბაიჯანს და 38-ით ტაჯიკეთს ჩამორჩება.  რეიტინგმა შარშანდელთან შედარებით, 24 პუნქტით დაიკლო და 63-ე ადგილიდან 87-ზე გადაინაცვლა.  

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კვლევის შედეგებზე აფასებს, როგორც "სასამართლო სისტემის სრულ კრახს".

ზაზა ხატიაშვილის თქმით, "რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით 13-მა ქართველმა მოსამართლემ ქართული მართლმსაჯულების განაჩენი დაწერა".

არასამთავრობოების შეფასებით, რუსთავი2-ის საქმე ერთ-ერთია იმ ჩამონათვალში, რაც ქართული მართლმსაჯულების რეიტინგზე ყველაზე უარყოფითად აისახა.

მესამე სექტორი სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარებისკენ ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია, მოუწოდებს.

 

დღის ამბები